ვიდეო პოეზია - ქართული ლექსის აფხაზური თარგმანი ილიას კლიპი თათიას კლიპი
Сообщения
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
პროექტის მონაწილეებმა ნახეს გიორგი ოვაშვილის ფილმი ,,სიმინდის კუნძული". ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილებები მათ ჩანახატებში გადმოცეს. *** ,,გამარჯობა, აფხაზეთო, შენი...“ მე აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ დავიბადე... მე არასოდეს დამიდგამს ფეხი აფხაზეთის მიწაზე... არც სოხუმში ვყოფილვარ, არც გაგრაში... პირველად როდის გავიგონე სიტყვა აფხაზთი არც ეს მახსოვს... ალბათ, მშობლების მოსწავლეობის ალბომს რომ ვათვალიერებდი, მაშინ მითხრეს-ეს აფხაზეთში გადაღებული სურათებიაო. ძალიან მიყვარდა მათი ნახვა. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. ზოგი სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და მაიმუნთსაშენში იყო გადაღებული, ზოგი - რიწის ტბაზე, ზოგი - ახალ ათონში... ზოგი -ზღვასა და ...
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
დავალება 3. ფერებში ასახული იდეა მე ანრი უღრელიძე ვარ. მიყვარს Paint პროგრამაში ხატვა. შ. ნიშნიანიძის ლექსის მოსმენის შემდეგ მომინდა დამეხატა ზღვის სანაპირო, შორს ლურჯი მთები, ამომავალი მზე, სანაპიროზე პალმები და აფხაზეთში გაზრდილი ,,ჩაუქი და რაინდი“ მეგრელი ხვიჩა. ამ ნახატზე მუქი ჩრდილები ქართველთა და აფხაზთა გულისტკენაა, ხოლო წითელი ფერი ის სისხლია, რომელიც ქართველმა ბიჭებმა საკუთარი მიწის დასაცავად დაღვარეს ამ მიწაზე. ასეთია ჩემი თვალით დანახული ,,აფხაზური კანტატა“. მე ანანო კეკელიძე ვარ. შ. ნიშნიანიძის ლექსი ...