დავალება 3.
ფერებში ასახული იდეა
მე ანრი უღრელიძე ვარ. მიყვარს Paint
პროგრამაში ხატვა. შ. ნიშნიანიძის ლექსის
მოსმენის შემდეგ მომინდა დამეხატა
ზღვის სანაპირო, შორს ლურჯი მთები,
ამომავალი მზე, სანაპიროზე პალმები და
აფხაზეთში გაზრდილი ,,ჩაუქი
და რაინდი“ მეგრელი ხვიჩა. ამ
ნახატზე მუქი ჩრდილები ქართველთა და აფხაზთა
გულისტკენაა, ხოლო წითელი ფერი ის
სისხლია, რომელიც ქართველმა ბიჭებმა საკუთარი
მიწის დასაცავად დაღვარეს ამ
მიწაზე. ასეთია ჩემი თვალით დანახული ,,აფხაზური კანტატა“.
მე ანანო კეკელიძე
ვარ. შ.
ნიშნიანიძის ლექსი ,,აფხაზური
კანტატა“ ქართველი და აფხაზი
ხალხის ტრადიციულ მეგობრობას უმღერის. მე დავხატე ,,აფხაზურ-მეგრულად“ ამღერებული ვაჟკაცები,
რადგან მჯერა, რომ მართლაც გადმოლახავენ ენგურს აფხაზი
ვაჟკაცები ურაიდარაიდათი და მშიბზიას
ეტყვიან უმზრახ ძმებს.
მე ვარ ამ ნახატის ავტორი თათია გაბუნია. აფხაზეთი ჩემი ტკივილია! მე არასოდეს მინახავს აფხაზეთი, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობამ მაგრძნობინა ეს ტკივილი. შ. ნიშნიანიძის ლექსმა გამიმძაფრა სურვილი აფხაზეთის ნახვისა, აფხაზი თანატოლე-ბის გაცნობისა და სურვილი ოცნებად მექცა უკვე. სწორედ ეს ოცნება მინდოდა ამერე-კლა ცრემლით სავსე თვალში. ასეთი თვალები აქვს აფხაზეთის დაბრუნების მოიმედე ქართველებს:ლურჯი,უძირო, სიცოცხლით სავსე და ტკივილიანი, რომელშიაც ირეკლე-ბა სოხუმის ზღვა და მზე, პალმები და თოლიები.
მე სალომე
მარგველაშვილი ვარ. ჩემთვის აფხაზეთი
ზღაპრული ფერების მხარეა,ამიტომაც დავხატე ასეთი.ეს თეთრაფრიანი გემი იმედად
ტივტივებს ზღვაზე: ჩვენ დავბრუნდებით!
მე ლუკა ინანეიშვილი ვარ. ხშირდ ვხატავ Paint-ში. მინდოდა გმირების ბრძოლა დამეხატა,მაგრამ მაინც ფერები ვარჩიე. ,,აფხაზური კანტატა" ავტორს ოთხ ნაწილად აქვს გაყოფილი. ჩემი ნახატიც ოთხი ნაწილისგან შედგება: მორდუს გამზრდელი აფხაზეთი (სიცოცხლე-მწვანე), საერთო ტკივილი(სიკვდილი-მუქი), დავიწყებული ყრმობის ზღაპარი(მკრთალი ფერები), მონატრება(,,ოდოია" და ,,ურაიდარაიდა") ...
Этот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалить