დავალება 2.
,,ანა  ფრანკის  დღიური"  და  ,,აფხაზი  გოგონას  დღიური"/შედარებითი ანალიზი/
                                                                                                ესე  

ომის შუქ-ჩრდილები

უნდა  დავწერე  ესე - ,,ომის  შუქ-ჩრდილები“.  ომზე  ფიქრით  მინდა  დავიწყო...ომი საშინელებაა.  იგი ღრმა,მოუშუშებელ იარებს ტოვებს ადამიანის სულში. ომი  უსაშველო  წყვდიადია,  რომელსაც  გონებადაბნელებული  ადამიანები იწყებენ. ომს  უმრავი  ადამიანის  სიცოცხლე  ეწირება.  ერთ -ერთ  ბლოგზე  წავიკითხე,  რომ  ,,ანა  ფრანკის  დღიურმა“  შეცვალა  სამყარო,  უკეთესი  გახადა,  ვიდრე  იყოო... რა  სამწუხაროა,  რომ  მთლიანად  ვერ  შეცვალა!  კაცობრიობის  სამარცხვინოდ  21-ე საუკუნეშიც  აქტუალურია  ეს  თემა!
         ,,ანა  ფრანკის  დღიურის“ წამკითხველებმა   მრავალი  ომი  გააჩაღეს  ისევ.  მათ  შორის  არის  ძმათამკვლელი  ომი   აფხაზეთში. სწორედ  აფხაზეთის ომის სისასტიკეზე  წერს  18  წლის  აფხაზი  გოგონა  თავის  დღიურში. ომის  მსხვერპლნი  ანა  ფრანკი  და  აფხაზი  გოგონა  არიან .  ანა  ფარდას  ხდის ფაშიზმის  სისაზარლეს,  ხოლო აფხაზი გოგონა  ამხელს რუსეთის(,,გადამთიელის“) ვერაგობას  აფხაზეთის  ომში.
         მაოცებს  მათი  გმირობა! ებრაელი  გოგონა  ანა  ფრანკი თავის  ოჯახთან  ერთად  დევნილობაშია,  ისინი  იმალებიან ერთი  სახლის  სარდაფში,  ყოველ წუთს  არის  საშიშროება  მათი  სამალავი  იპოვნონ  ფაშისტებმა  და  წაიკითხონ  მისი  ნაწერები,  მიუხედავად  ამისა, ანა  ბედავს  და  ფაშისტებს  ადანაშაულებს  რასიზმში. ანას  მსგავსად,  აფხაზი  გოგონაც  რუსების  გარემოცვაშია,  მათაც  შეუძლიათ ნებისმიერ  დროს  ხელში  ჩაიგდონ  გოგონას  დღიური  და აღმოაჩინონ  შიგ  ჩანაწერები,  რომლებშიც გოგონა  ,,გადამთიელებს“  უწოდებს რუსებს  და  წყევლა-კრულვას უგზავნის  მათ.
         ,,ქაღალდი  ადამიანზე  ამტანია“, -   წერდა    ანა  ფრანკი  თავის  დღიურში. სწორედ  ასეა, ქაღალდმა( დღიურებმა)  გაუძლო  დროს,  ომის  საშინელებას, მისი  ავტორებისგან  განსხვავებით. ფაშისტებმა  მართლაც  მიაგნეს  ანას  ოჯახის  სამალავს  და  ისინი  საკონცენტრაციო ბანაკში  გადაიყვანეს. ოჯახის  ყველა  წევრი  დაიღუპა,  გადარჩა  მხოლოდ  ანას  მამა,  ოტო  ფრანკი, რომლის  ძალისხმევითაც  გამოქვენდა  ანას  დღიური.  აფხაზი  გოგონაც  დაიღუპა,  ის  იმ  თვითმფრინავში  იჯდა,  რომელიც  რუსულმა  ბომბდამშენებმა  ჩამოაგდეს.   აფხაზი  გოგოს  ჩანაწერებიც  გადარჩა... 
           ამ  დღიურებში  აქსოვდნენ  ისინი   საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწერილი დღიურებ გოგონების უახლოესი მეგობრებ და მესაიდუმლეები  გახდნენ. ეს  დღიურები ომის  საშინელ  დღეებში  მათი  მღელვარე  სულის ერთგვარი  ნავთსაყუდელი იყო.   ,,როცა  მე ვწერ, მე  ყველფერს  ვივიწყებ.


გადის  სევდა  და  სიმამაცე  მიბრუნდება“-    წერს    ანა  ფრანკი. ეს  დღიურები  ეხმარებოდა  გოგონებს გაეძლოთ  სასტიკი  დღეებისთვის.
            როგორც  ანა  იტყოდა:  "სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაც ლამაზს", ჩემი  აზრით,  ომის წყვდიადსა  და  ჩრდილებშიც  არის   რაღაც შუქი... შუქი  პირველი  სიყვარულისა(ანას პიტერი  შეუყვარდა), შუქი თავგანწირვისა(აფხაზი  გოგონა  მზადაა თავი  გასწიროს დაუცველი  ადამიანებისათვის),შუქი  ადამიანობისა(სულიერად  არდაცემისა).
          ანას  დღიური - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის - ჰიტლერის ნაცისტური ტერორის მამხილებელი დოკუმენტი, ხოლო აფხაზი  გოგონას  დღიური ცხადად  გვაჩვენებს,  ვინ  არის  აფხაზეთის  ომის  ნამდვილი  დამნაშავე  და  კიდევ  გვიჩენს  იმედს,  რომ  ქართველები  და  აფხაზები ისევ  შევრიგდებით,  რომ  უფალი  შეისმენს  აფხაზი  უმანკო  გოგონას  ვედრებას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога